Wednesday 25 June 2014

ლომსაძე ნინო: 2013-2014 წელი მესამე - 4 კლასი

ლომსაძე ნინო: 2013-2014 წელი მესამე - 4 კლასი









                                 მგელისა და კრავის სასამართლო

       
ვისწავლეთ ი. კრილოვის ,,მგელი და კრავი” და მოეწყო მგელისა და კრავის
სასამართლო პროცესი. როლების განაწილება და მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ ერთ გაკვეთილში,
მეორე გაკვეთილზე კი ჩავატარეთ სასამართლო პროცესი, ძალიან საინტერესო მოსაზრებები
გამოთქვეს მოსწავლეებმა და მოსამართლემაც შესაბამისი განაჩენი გამოიტანა.
       
სასამართლოს დასრულების შემდეგ კი დავამზადეთ კედლის გაზეთი.
ეს დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა,
მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მონაწილეობა მიიღო ყველა მოსწავლემ.









Sunday 13 April 2014

ქართული ენის დღე- 14.04.2014

          ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ კალიგრაფიის კონკურსი და ვიმუშავეთ გაზეთზე. მოსწავლეებს გადავუგზავნე გაზეთის შაბლონი და ავუხსენი მუშაობის წესები. ნამუშევრებს ავტვირთავ 2-3 დღეში. 

3(4) კლასი - ქცევის წესები

          3 (4) კლასი - ქცევის წესები
ჩვენ უკვე ვიცით რა არის კარგი და რა არის ცუდი. ავტვირთავ მოსწავლეთა ნამუშევრებს. 

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, შევამოწმეთ  საკუთარი ნამუშევრები, მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები, ავტვირთეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Sunday 6 April 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

      დღეს გვქონდა საუბარი შეფასების კრიტერიუმებზე, განვიხილეთ ინდივიდუალური, ჯგუფური და თვითშეფასების რუბრიკები. 
      ბოლოს  ჩვენს ბლოგზე მივაბით ლინკის საშუალებით და  გამოვაქვეყნეთ სასარგებლო ბმულები. 
      

Saturday 5 April 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

  დღეს ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, შევქმენით ელექტრონული გაზეთი, მოვიძიეთ სურათები ინტერნეტიდან, ბლოგზე შევქმენით გვერდები და დავამატეთ ინფორმაცია. 

Sunday 30 March 2014

რეფლექსიის მეხუთე დღე


         პრეზენტაციები დასრულებული სახით ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
        ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.